ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში დაკარგული 3 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
როგორც კურიერთან საუბრისას ადგილობრივი გამგებელი კახა ჯამბურია აცხადებს, მაშველები შსს-ს მიერ გამოყოფილ ვერტმფრენს ელოდებიან, რის შემდეგაც დაკარგული პირების ძებნა დაიწყება.
ტელეკომპანიის ცნობით, სამძებრო სამუშაოებს ხელს დიდთოვლობა და რთული მეტეოროლოგიური პირობები უშლიდა, რის გამოც ვერტმფრენის გამოძახება აუცილებელი გახდა.
შეგახსენებთ, რომ უკვე მეხუთე დღეა სალაშქროდ წასული 3 ადამიანი დაკარგულია და მათ ეძებენ. მათთან ერთად მყოფმა ერთმა პირმა სახლში დაბრუნება შეძლო. დაკარგულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მთაში მყოფ პირებს არ აქვთ საკმარისი საკვები და შესაბამისი აღჭურვილობა იმისათვის, რომ სახლებში დაბრუნდნენ.
იტვირთბა....