ახალი ამბები ბანკები საზოგადოება

დაიმგზავრე თანამშრომელი აცრაზე – ვითიბის ახალი სოციალური ინიციატივა

იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი თანამშრომლებისთვის უფრო მარტივი და კომფორტული გახდეს, ვითიბი ბანკი, თავის თანამშრომლებს, ახალ წამახალისებელ კამპანიას – დაიმგზავრე თანამშრომელი აცრაზე, სთავაზობს.

დღეიდან, ბანკში,  თანამშრომლებისთვის, შიდა პლათფორმაზე Workplace, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, სადაც  ყველას აქვს შესაძლებლობა გააზიაროს ინფორმაცია თუ აქვს თავისუფალი ადგილი და/ან სურს დაზუსტება კონკრეტულ დროს ხომ არ მიდის სხვა თანამშრომელი, რათა დაემგზავროს იგივე მიმართულებით.

 

18 აგვისტოს მონაცემებით, ვითიბის:

  • თანამშრომლების 45% 
  • სათავო ოფისის თანამშრომლების 64% 
  • მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლების 74% 

სრულად ვაქცინირებულია

იტვირთბა....