კორონავირუსი მთავარი მსოფლიო

შრი-ლანკის ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც პანდემიას მაგიით მკურნალობდა, თანამდებობიდან გადააყენეს

შრი-ლანკის პრეზიდენტმა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში ჯადოქრობისა და მაგიური ელექსირების გამოყენებას საჯაროდ უჭერდა მხარს.

ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მინისტრი პავიტრა ვანიარაჩჩი იანვარში თავად იყო კოვიდინფიცირებული. ის მოსახლეობას ჯადოქრის მიერ დამზადებული სასწაულმოქმედი წამლის მიღებისკენ მოუწოდებდა.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა ნაკურთხი წყალი გადაასხა მდინარეში მას შედეგ, რაც თვითგამოცხადებულმა ღმერთკაცმა უთხრა, რომ ამ გზით პანდემიას დაასრულებდა.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კვლავ გაუარესდა. საბოლოოდ ჯანდაცვის მინისტრს თანამდებობა დაატოვებინეს და ამჯერად ტრანსპორტის მინისტრობა გადააბარეს.

იტვირთბა....