ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა

კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა. ის ბოკერიას სახელობის კლინიკაში მკურნალობდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ექიმებმა ორსულის გადასარჩენად მაქსიმუმი გააკეთეს.

“ყველა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი მაქსიმალურადაა ჩართული. დარწმუნებული ვარ, ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, თუმცა შედეგი არ დადგა”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან განიკურნა 3 316 ადამიანი, ხოლო 49 პაციენტი გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....