ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

ტიკარაძე: საველე ჰოსპიტალი დღეიდან მზად არის პაციენტების მისაღებად

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დიღომში განთავსებული საველე ჰოსპიტალი მოინახულა და განაცხადა, რომ ის უკვე მზად არის პაციენტების მისაღებად.

ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა მაქსიმალურად ეცდება ჰოსპიტალური რესურსის გამოყენებას.

“ამ ტერიტორიაზე მოთავსებულია ორი ხუთტონიანი ჟანგბადის ავზი, რომელზეც არა ერთი მედიაშარჟი გავრცელდა, თითქოს, ისინი საფრთხეს წარმოადგენენ, მაგრამ გადამოწმებულია და ამ ავზების მონტაჟი არანაიარ რისკს არ შეიცავს. აქ ექიმებს საშუალება ექნებათ, მომსახურება გაუწიონ როგორც საშუალო, ასევე მძიმე პაციენტებს, ვინაიდან მოწყობილი არის ინტენსიური და რეანიმაციის საწოლები. მნიშვნელოვანია, რომ ის ექიმები, რომლებიც აქ გაუწევენ პაციენტებს მომსახურებას, არიან სრულად გადამზადებულნი. საველე ჰოსპიტალი დღეიდან მზად არის პაციენტების მისაღებად, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, დავრჩეთ არასაველე პირობებში და დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში. ვინაიდან, ზუსტად ვიაზრებთ რამხელა ემოციურ სტრესს წარმოადგენს ეს პაციენტისთვის. ვინაიდან, საქართველოში საველე ჰოსპიტალი არასდროს ყოფილა გაშლილი – იმ საომარ პირობებშიც კი, რომელშიც საქართველო ყოფილა”, – განაცხადა ტიკარაძემ.

გაუარესებული ეპიდვითარების გამო, თბილისში ორი საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

იტვირთბა....