ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან განიკურნა 3 316 ადამიანი, ხოლო 49 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 56 878 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 374კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 504PCR ტესტით.

17 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.40%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.71% ხოლო 7 დღის მანძილზე – 11.09%.

იტვირთბა....