საახალწლო პერიოდში ბევრი ჩვენთაგანი ძალიან ბევრ შოკოლადსა და გემრიელ საჭმელს მიირთმევს.
ალბათ გაინტერესებთ, რა მოსდის სხეულს როდესაც ვჭამთ ძალიან ბევრს.
როდესაც შენ “ასუფთავებ” საჭმელებით დახუნძლულ უზარმაზარ ჭურჭელს, ხანდახან გიჩნდება გრძნობა, რომ სადაცაა აფეთქდები.
საშუალო ადამიანის კუჭს შეუძლია გაუძლოს ერთ ან ერთნახევარ ლიტრ საკვებს.
როდესაც თქვენ ჭამთ საჭმელს, რომელიც შეიცავს ბევრ ცხიმს, შაქარს და ნახშირწყლებს თქვენი პარასიმპათიკური ნერვული სისტემა სხეულს ეუბნება, რომ შენელდეს და ფოკუსირდეს საკვების მონელებაზე, რაც თქვენ გაგხდით მოთენთილს და ძილისკენ გიბიძგებთ.
საჭმლის მონელების შემდეგ თქვენი პანკრეასის უჯრედები აწარმოებს ინსულინის ჰორმონს, რომელიც თავის მხრივ იწვევს მელატონინის და სერატონინის ზრდას -ჰორმონების, რომლებიც იწვევს როგორც თქვენს მოთენთვას, ასევე გხდით თქვენ ბედნიერს.
თქვენ ასევე მოგიწევთ ბრძოლა, შეინარჩუნოთ სიფხიზლე და არ დაგეხუჭოთ თვალები, რომელსაც უნდა უმადლოდეთ მირთმეული საკვებიდან მიღებულ გლუკოზის დონეს. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ნეირონებს თქვენს ტვინში, რომლებიც ჩვეულებისამებრ ორექსინის ცხიმებს გამოყოფენ და არიან პასუხისმლებლები, გამყოფოთ ფხიზლები.
შენი ცხიმის უჯრედები აწარმოებენ ლეპტინის ჰორმონს, რომელიც ავალდებულებს ტვინის რეცეპტორებს შეგატყობინონ, რომ შენ მშიერი აღარ ხარ. რეგულარული ჭამა იმაზე მეტად, ვიდრე შენს სხეულს სჭირდება იწვევს სხეულის მიერ ამ ჰორმონის გამოყოფას.
ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანებმა შეიძლება გამოიმუშონ რეზისტენტულობა ლეპტინის წინააღმდეგ, მაგრამ ეს შლის ტვინის უნარს, გაიგოს როდის ვართ მაძღარი, რაც შესაბამისად იწვევს წონის მომატებას.
იტვირთბა....