ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯესინდა არდერნმა კორონავირუსის ერთი შემთხვევის გამო მკაცრი ლოქდაუნი გამოაცხადა.
ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ინფიცირების შემთხვევა ქვეყნის უდიდეს ქალაქში, ოკლენდში დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ახალ ზელანდიაში, ბოლო 6 თვის განმავლობაში, კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.