ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი საზოგადოება

ტიკარაძე: საველე ჰოსპიტლების გამოყენება იქნება ბოლო გამოსავალი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საველე ჰოსპიტლების მოწყობა ბოლო გამოსავალი იქნება.

მისივე თქმით, ჯანდაცვის უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ეტაპისთვის ჰოსპიტალურ სექტორში დარჩეს.

“ეს იქნება ყველაზე ბოლო გამოსავალი და ეს იქნება ყველაზე ბოლო წერტილი, როდესაც ჩვენ გამოვიყენებთ საველე ჰოსპიტლებს, ვინაიდან ჩვენთვის პრიორიტეტი არის ყველა პაციენტმა პირველ რიგში, მიიღოს საჭირო მკურნალობა ჰოსპიტალურ სექტოში. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ ეტაპისთვის დავრჩეთ ჰოსპიტალურ სექტორში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული, 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 47-ით გაიზარდა.

იტვირთბა....