როგორც ბიბისი იტყობინება, საუდის არაბეთში ცნობილი შიიტი ნიმრი ბაქრ ალ-ნიმრი და მასთან ერთად კიდევ 46 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. ყველა ტერორიზმის ბრალდებით იყო გასამართლებული. ხელისუფლების მტკიცებით, შიიტი მქადაგებელი, რომელსაც ხშირად „შეიხ ნიმრს“ უწოდებდნენ, ხელისუფლებას არ ემორჩილებოდა და ქვეყნის უშიშროების სამსახურს უპირისპირდებოდა. მისი ნათესავები აცხადებენ, რომ მას ტერორისტულ საქმინობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და მხოლოდ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს უჭერდა მხარს.
„შეიხი ნიმრი“ არაბ ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 2011 წელს ის შიიტების მასიურ ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდა. 2013 წელს ნიმრი დაიჭირეს, დაკავებისას დაიჭრა, რამაც ახალი მასიური საპროტესტო ტალღა გამოიწვია.