ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ერდოღანის თქმით, ჰიტლერის გერმანია მმართველობის ეფექტური ფორმა იყო

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი მაგალითად ჰიტლერის გერმანიას, როგორც ეფექტური მმართველობის ფორმას ისე მოიხმობს.
ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა “ინდეფენდენთი” წერს.
“თურქეთის რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დაიცვა თავისი მცდელობები საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლისა, იმით რომ მოიხმო ჰიტლერის გერმანია, როგორც ისტორიული მაგალითი.
პრეზიდენტმა გააძლიერა ძალისხმევა იმისა, რომ თავისი როლი, როგორც პრეზიდენტის, გაზარდოს. მიუხედავად იმის შიშისა, რომ ეს ქვეყანას ორ ნაწილად გაყოფს”- წერს გამოცემა.
თურქეთში პრესკონფერენციაზე მას შეეკითხნენ – შესაძლებელია თუ არა, საპრეზიდენტო სისტემის შექმნა ისე, რომ თან სახელმწიფოს უნიტარული სტრუქტურა შენარჩუნდეს.
T24 ნიუს სააგენტოს მიხედვით მან ამ კითხვაზე ასე უპასუხა: “არ არებობს არგუმენტი იმის შესახებ, რომ შესაძლებელია უნიტარულ სახელმწიფოში საპრეზიდენტო სისტემა შეიქმნას. მსოფლიოში არსებობს ამის თანამედროვე და ასევე, წარსულის მაგალითებიც. ერთ-ერთი მაგალითია ჰიტლერის გერმანია, ასევე სხვა მაგალითები არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში”
ნოემბერში ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ” თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია, რამაც ერდოღანის ძალაუფლება განამტკიცა.
ბრიტანული გამოცემა წერს: “მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ერდოღანი ქვეყნის პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა უნდა იდგეს, მან აშკარად ითამაშა საკვანძო როლი თავისი პარტიის წარმატებაში. საზოგადოებრივი მაუწყებლები მცირე საეთერო დროს უთმობდნენ მის ოპონონტებს. მან ადრე აღნიშნა, რომ თურქეთი უკვე არ წარმოადგენს დე-ფაქტო საპრეზიდენტო სისტემას და თქვა, რომ მისი საკონსტიტუციო რეფორმები ამ ცვლილებას უბრალოდ “დაასრულებს”.
თურქეთის მაღალი რანგის თანამდებობის პირი კი ერდოღანის გამართლებას შეეცადა და თქვა, რომ მან როცა ნაცისტური გერმანია ახსენა, ეს იმის მაგალითად მოიყვანა, თუ როგორ არ უნდა განხორციელდეს ეს სისტემა.
“საპრეზიდენტო სისტემების კარგი და ცუდი მაგალითები არსებობს და საჭიროა, რომ შეიქმნას შემოწმებისა და დაბალანსების სისტემა. ნაცისტურ გერმანიას არ ჰქონდა შესაბამისი ინსტიტუციური სტრუქტურა და ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მაგალითი იყო ისტორიაში. ერდოღანი ამას გულისხმობდა”- განუცხადა მან გამოცემას.

იტვირთბა....