ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბრალდებული რაგბისტია: რა მოტივი სახელდება 2 პოლიციელის მკვლელობაზე?

47117_n13206_n

დაღუპული პოლიციელები: მაია ჯავახიშვილი და გელა ლამაზიშვილი

როგორც ქართული სააგენტო mpress იტყობინება პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი, სანდრო მეტრეველი ინციდენტამდე საუბრობდა, რომ მასზე მოქმედი პოლიციელების მხრიდან თავდასხმა მოხდა.

მისი თქმით, მას მიაყენეს როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. როგორც მისი მეგობრები საუბრობენ ბრალდებული პირი სანდრო მეტრეველი რაგბისტი, ძალიან მორწმუნე, წესიერი ადამიანი იყო და ის პოლიციელებმა ინციდენტამდე მწყობრიდან გამოიყვანეს.

82_n

ბრალდებული სანდრო მეტრეველი

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფრომაციით, დაკავებული 19 წლის სანდრო მეტრეველია, ნივთ მტკიცებად კი ამოღებულია სანადირო თოფი. დაკავებული პოლიციის მეზობლად ცხოვრობს  და როგორც ადგილობრივები აცხადებენ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს.  გამოძიება განზრახ მკვლელობის  და დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მცდელობის  მუხლებით მიმდინრაეობს.

n1

ბრალდებული სანდრო მეტრეველი რაგბისტი იყო

ამ სიახლემ გარკვეული პოლემიკა გამოიწვია სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ თელავის პოლიციის შენობის ეზოში სროლის შედეგად  საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, 40 წლის გელა ლამაზაშვილი მოკლეს, ხოლო მაია ჯავახიშვილი დაიჭრა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

გამოყენებულია mpress.ge-ის ინფორმაცია

იტვირთბა....