ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გურული: მძღოლის კაბინასთან უნდა იდოს ყუთი ნიღბებით და ყველა უნიღბოს გადაეცეს

მთავრობავ, საქალაქო ტრანსპორტი კი არ უნდა გააჩერო, მაქსიმალურად უნდა დაუმატო ავტობუსები და მხოლოდ იმდენი ადამიანი აუშვა დაახლოებით, რამდენიც სკამია და მკაცრად გააკონტროლო ნიღბები. მძღოლის კაბინასთან უნდა იდოს ყუთი ნიღბებით და ყველა უნიღბოს გადაეცეს.
ცოდოა ხალხი. რითი იარონ უბრალო მოქალაქეებმა?
იგივე უნდა მოხდეს მეტროშიც.
სრული გაჩერება გამოიწვევს წარმოუდგენელ საცობებს და ამ ხალხს გადაამისამართებთ კერძო მანქანების კიდევ უფრო მცირე სივრცეში.

ამის შესახებ ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს.

იტვირთბა....