ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოპოზიციის ნაწილის თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძე იქნება

გირჩი-მეტი თავისუფლების თბილისის ვიცე-მერობის შიდა პრაიმერისში ცოტნე კობერიძემ გაიმარჯვა.ცოტნე კობერიძე თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის ნაწილის თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი იქნება.

“სრულად ვიაზრებ იმ პასუხისმგებლობას, რა პასუხისმგებლობაც მოჰყვება ოპოზიციის საერთო ვიცე-მერობის კანდიდატს. ასევე ვიაზრებ, რომ ეს არჩევნები არის ყველასგან განსხვავებული ტიპის არჩევნები. თუ წელს, ამ არჩევნებზე პასუხი არ გავეცით „ქართულ ოცნებას“, თუ არ დავამარცხეთ, ამ ქვეყანას მომავალი არ უწერია”,- განაცხადა ცოტნე კობერიძემ ბრიფინგზე.

იტვირთბა....