ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ქართული ოცნება დატოვა და სოსო გოგაშვილს გუნდს უერთდება

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა ქართული ოცნება დატოვა და სოსო გოგაშვილს გუნდს უერთდება.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული ოცნების საკადრო პოლიტიკის გამო მიიღო.

“მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო „ქართული ოცნება“. ამ გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა იმ საკადრო პოლიტიკამ რა საკადრო პოლიტიკასაც აწარმოებს დღეს „ქართული ოცნება“ . სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ეს რეალობა, სწორედ ის ადამიანები ბრუნდებიან ისევ სათავეში ახლა უკვე „ქართული ოცნების“ სახელით, რომელ ადამიანებსაც ჩვენ ვებრძოდით 2012 წელს. ჩემს მეგობრებთან, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად ვერთიანდებით „სახალხო პარტიის“ ირგვლივ”, – ამბობს ონიანი TV  პირველთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ყოფილმა უფროსმა სოსო გოგაშვილმა პოლიტიკაში წასვლის შესახებ გუშინ, 11 აგვისტოს განაცხადა.

იტვირთბა....