არასამთავრობო ორგანზიაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გამოაქვენა იმის სადემონსტრაციოდ, თუ რა მოცულობის დახმარებას იღებდა და იღებს საქართველო 1995 წლიდან დასავლეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1995-2015 წლებში უცხო ქვეყნებისა და გაერთიანებების მიერ საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარება (ამ მონაცემებში არ შედის შეღავათიანი კრედიტები) 2 მილიარდ 71 მილიონ დოლარს აღემატება. აღნიშნული თანხიდან, საქართველოს ყველაზე დიდი თანხა – 392 მილიონი დოლარი აშშ-სგან მიიღო. მიღებული გრანტების სიდიდის თვალსაზრისით გამორჩეულია აგრეთვე 2010 წელი, როცა საქართველომ 272, 8 მილიონი აშშ დოლარი მიიღო დასავლეთის ქვეყნებისა და სხვადასხვა ორგანიზაციებისგან. 2014 წელს საქართველოში უცხო ქვეყნებიდან მიღებულმა დაფინანსებამ 182 მილი დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2015 წელს, 31 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოსთვის გამოყოფილმა უსასყიდლო ფინანსურმა დახმარებამ 129, 5 მილიონი დოლარი შეადგინა.
არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, 1995-2015 წლებში უცხო ქვეყნების მიერ საქართველოსთვის უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური დახმარებების თვალსაზრისით გამორჩეულია ამერიკის შეერთებული შტატები – 912 მილიონ დოლარზე მეტი.
გაწეული ფინანსური დახმარების თვალსაზრისით გამორჩეულია აგრეთვე: გერმანია – 118 მილიონი აშშ დოლარი, ნიდერლანდების სამეფო – 65, 8 მილიონი აშშ დოლარი, იაპონია – 41 მილიონამდე აშშ დოლარი, ჩინეთი – 38 მილიონი აშშ დოლარი და უკრაინა – 12,6 მილიონი აშშ დოლარი.
1995-2015 წლებში საერთაშორისო გაერთიანებებისა და ორგანიზაციების მიერ გაწეულ ფინანსურ დახმარებებს შორის აღსანიშნავია ევროპის კავშირი (EC) – 550 მილიონი აშშ დოლარი, გლობალური ფონდი (GlobalFund) – 56 მილიონი აშშ დოლარი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის კომპანია (BTC Co) – 45,3 მილიონი აშშ-დოლარი, მსოფლიო ბანკი (WorldBank) – 22,3 მილიონიაშშ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ IDFI-ის ცნობით, 1995 წლიდან დღემდე რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის უსასყიდლოდ არანაირი სახის ფინანსური დახმარება არ გაუწევია.