ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სოციალური ქსელი

გოცირიძე: სულ მალე შეიძლება ვითარება უმართავი გახდეს და ვერ შევძლოთ ადამიანების გადარჩენა

მთავრობა ცდილობს არსებული უმძიმესი მდგომარეობის დაფარვას, პრემიერ-მინისტრი  კი ტელევიზიებს ბრალს სდებს რეალობის გამუქებაში. რეალობა კი არის ის, რომ სულ მალე ვითარება შეიძლება უმართავი გახდეს და საკუთარი ძალებით ვერ შევძლოთ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა.

დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, მეზობელ სახელმწიფოებს, სხვა ქვეყნებს, რათა დახმარება გაგვიწიონ საველე ჰოსპიტლების გამართვაში, გამოაგზავნონ სამედიცინო პერსონალი, მედიკამენტები, აღჭურვილობა.

მთავრობის განცხადება, რომ “პიკს გავდივართ” არის თავის მიტყუება და ხალხის გაწირვა. პიკი თავისით არ გაივლის ან იმდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს, რომ ადვილი წარმოსადგენია, რა შეიძლება ამას მოჰყვეს.

მთავრობამ უნდა დადოს სამოქმედო გეგმა საგანგებო ბიუჯეტით. შეწყდეს ნასესხები ფულის უაზროდ ხარჯვა და ის ერთი მილიარდი ლარი, რომელიც ახლახან დამატებით გაიწერა ბიუჯეტში წინასაარჩევნო მიზნებისათვის, შენახული იქნას მოსალოდნელი მძიმე შედეგების  აღმოსაფხვრელად და ჩვენი მოქალაქეების მხარდასაჭერად

წერს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე.

იტვირთბა....