საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით კონკურსს აცხადებს.
კონკურსი სიმბოლურად სწორედ 12 აგვისტოს გამოცხადდება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოში მოქმედ კინოს მწარმოებელ კომპანიებს ექნებათ.
მოცემული ფილმის გადაღება რამდენიმეწლიანი კომპლექსური სახელმწიფო პროექტია და შესაბამისად კონკურსიც რამდენიმე ეტაპად იყოფა.
გამარჯვებული კომპანია სცენარსა და ფილმის პროექტზე მუშაობისათვის მიიღებს 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში და სამუშაოდ ექნება 7,5 თვე.