10, ჯინა რინეჰარტი- ჯინა ავსტრალიელია. ის უკვე მდიდარი და წარმატებული ქალია. მან სიმდიდრე მემკვიდრეობით მამისგან მიიღო, რომელმაც ქვის და ნახშირის საბადოები აღმოაჩინა. ჯინა ასევე რამდენიმე მედია კომპანიას ფლობს.
9, აბიგაილ ჯონსონი-დიდი საინვესტიციო კომპანიის დამაარსებელი და დირექტორია. მისი პირადი ქონება 13 მილიარდს აჭარბებს. გარდა ამისა, მილიარდ ნახევარზე მეტ ქონებას საზღვარგარეთ ჩადებული ინვესტიციებით ფლობს. მანაც სიმდიდრე მამისგან მიიღო მემკვიდრეობით.
8, ჯონა ქვანდტი – ჯონა დაქორწინდა ჰერბერტ ქვანდტზე, რომელიც მთლიანად აკონტროლებდა BMW-ს. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ქონება მას დარჩა. ჯონა ამ ეტაპზე კომპანიის ბორდის წევრია.
7, ენი კოქს ჩემბერსი-მისი ქონება სავარაუდოდ 17 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის აშშ-ს ერთ-ერთი მედია კომპანიის აქციონერია. გარდა ამისა, ის ბელგიის ელჩია.
6, სუზან კლატენი-სუზანი ჯონა ქვანდტის შვილია. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროფესიონალი ქალია მსოფლიოში. სუზანმა მემკვიდრეობით მიიღო ქონება მამისგან და ის ნახევარ BMW-ს აკონტროლებს.
5, ლორენ პაულ ჯობსი- Apple-ს დამფუძნებლის, სტივ ჯობსის მეუღლე. მისი ქონება 19 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ლორენსი ძალიან განათლებული ქალბატონია, მას აქვს პენსილვანიის და სტენფორდის უნივერსიტეტების ხარისხი.
4, ჯაქულინ მარსი – მისი ქონება 27 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის ძმებთან ერთად აკონტროლებს ტკბილეულის კომპანია „მარსს“.
3, ალისა ვალტონი- ალისა ერთ-ერთი მემკვიდრეა კომპანია Wal-Mart-ის. ის თანხის დიდ ნაწილს ხარჯავს საგანმანათლებლო ინიციატივებსა და საქველმოქმედო შემოწირულობებში. ის საბროკერო-საინვესტიციო კომპანიის წევრია.
2, ლილიან ბეტენქორტი – L’Oreal-ის კომპანიაში უდიდეს წილს ფლობს. კომპანია მისმა მამამ დაარსა და ლილიანი 15 წლის ასაკიდან დაასაქმა. მისი ქონება 40 მილიარდ დოლარს აღემატება. ლილიენი საფრანგეთის მოქალაქის, ანდრეა ბეტენქორტის მეუღლეა.
1, ქრისტი ვოლტონი – მან სიმდიდრე მეუღლისგან მემკვიდრეობით მიიღო. ქონება 41 მილიარდ დოლარს აჭარბებს.