მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გადავაზუსტე, 10 ლარად 4 ლიტრი ზეთის ყიდვა შეიძლება” – გუგული მაღრაძე

 

უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე პენსიის გაზრდასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულგანცხადებას განმარტავს.

როგორც ჩანს დეპუტატმა სუპერმარკეტში ზეთის ფასიც გადაამოწმა. მისი თქმით, 10 ლარში 4 ლიტრი ზეთის შეძენა ნამდვილად არის შესაძლებელი.

„მე გადავაზუსტე – 10 ლარად შეიძლება 4 ლიტრი ზეთის ყიდვა…ოღონდ 20 თეთრი გადამივიდა იქით.. 2,55 ლარი ღირს „კარფურში“. რაც შეიძლება 10 ლარს, მე ვთქვი, რომ როდესაც ადამიანის საწყისი ფული არის 150 ლარი, მაშინ მისთვის 10 ლარი მნიშვნელოვანია. ადამიანს, ვისაც 1000 ლარი აქვს ხელფასი მისთვის 10 ლარი არაფერია. როდესაც ხელისუფლება უმატებს 10 ლარს პენსიას და როდესაც გვყავს 750 ათასი პენსიონერი, ეს საკმაოდ დიდი დანახარჯია“, – ამბობს მაღრაძე.

news.coa.ge

იტვირთბა....