უკრაინელმა ექსპერტებმა ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი წლის ყველაზე წარმატებულ პოლიტიკოსად დაასახელეს. ინფორმაციას უკრაინული სააგენტო „უკრინფორმი“ ფონდზე „ილკა კუჩერივას სახელობის დემოკრატიული ინიციატივები“ – დაყრდნობით ავრცელებს.
ფონდის ანალიტიკოსის, მარია ზოლკინას განცხადებით, გამოკითხული ექსპერტებიდან 29-მ სააკაშვილი დაასახელა ყველაზე წარმატებულ პოლიტიკოსად და 22-მა – პეტრე პოროშენკო. მესამე ადგილი იულია ტიმოშენკომ დაიკავა.
ექსპერტებმა ყველაზე წარუმატებელი პოლიტიკოსებიც დაასახელეს, რომელთა შორის მოხვდა უკრაინის პრემიერი არსენი იაცენუკი 18 ხმით, პეტრე პოროშენკო – 14 ხმით და ოლეგ ლიაშკო 11 ხმით.
news.ge