ახალი ამბები საზოგადოება

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

1 დოლარის ღირებულება 3.0927 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებაში 0,0095 თეთრით გამყარდა.

დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.1022 ლარი ღირდა. რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმართებაში, შედარებით გამყარდა. 1 ევრო ხვალ 3.6624 ლარი ეღირება. დღევანდელი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6780 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0156 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 6 აგვისტოსთვის ამოქმედდება.

იტვირთბა....