ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ქვეყანაში რაციონალური შეზღუდვების შემოღება აუცილებელია.
„რადგანაც ვაქცინაციის პროცესი სრული იმუნიზაციის დასრულებამდე მოითხოვს თვენახევარს, თითქმის თვეზე მეტ პერიოდს, მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მაინც მოუწევს შეზღუდვების შემოღება. რაციონალური შეზღუდვები აუცილებლად შემოსაღებია. ჩვენ არ ვამბობთ ტოტალური ლოქდაუნის გამოცხადებას და ყველაფრის დაკეტვას, როგორც იყო 2020 წლის გაზაფხულზე. თუ ეს იქნება დროზე გაკეთებული, ამით გადავარჩენთ ჩვენ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ჰუმანიტარულ კატასტროფას, რომ სახლში დაიღუპონ ადამიანები, სამედიცინო სერვისი მათ ვერ მიიღონ – ამის ზღვარზეა ქვეყანა. შეიძლება 10 დღე 2 კვირა თუ შემთხვევები გაიზარდა გაუძლოს, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებს ეს ქვეყანა”, – ამბობს კულუმბეგოვი რუსთავი 2-თან საუბარში.