ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნათელაშვილი: პატარა ვაშაძე ჩხარტიშვილის მონაა, უშიშროების ოფიცერ ელისაშვილზე აღარ ვსაუბრობ

პატარა ვაშაძე ჩხარტიშვილის მონაა – არაა უნიჭო კაცი, მაგრამ უბრძანა და ეგრევე პარლამენტში შევარდა. გირჩზე აღარ ვსაუბრობ, უშიშროების ოფიცერ ელისაშვილზე აღარ ვსაუბრობ პირდაპირ ეთერში რომ დააჭერინა 12 ახალგაზრდა. როგორ შეიძლება გირჩისნაირი პარტიის არჩევა. ორივე გირჩზე ვსაუბრობ, ღვთისპირიდან გადავარდნილი, ეროვნულ იდეოლოგიას ანგრევენ. ორივე ახალგაზრდების სულის ქურდია, გასაბერი ეკლესიების ავტორი. ახალგაზრდებს მოუწოდებენ კაიფისკენ და გასაბერ ეკლესიაში შესვლისკენ. თუ მართლა ჩვენზე მეტი ხმა აიღეს, ეს არის არა ლეიბორისტული პარტიის, არამედ ერის უბედურება

განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემაში რეაქცია.

იტვირთბა....