ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სარჯველაძე ზურაბიშვილზე: მისი შეფასებები გარკვეულ კრიტიკას იმსახურებს

ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული შეფასება შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებით გარკვეულ კრიტიკას იმსახურებს.

„მისი შეფასებები ყველა შემთხვევაში გარკვეულ კრიტიკას იმსახურებს. არ მგონია, რომ სწორად იქნა წარმოჩენილი ვითარება, მათ შორის, ხაზს გავუსვამდი იმ გარემოებას, რომ ითქვა თითქოს ოპოზიცია შემოვიდა და კონსტრუქციულად მუშაობდა პარლამენტში, თითქოს მოწმენდილ ცაზე მეხივით იქნა მიღებული გადაწყვეტილება შემდგომ ამ ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ. ეს ასე რეალურად არ არის. ვფიქრობ, ლოგიკური იქნებოდა თუკი პრეზიდენტი ამ გარემოების მხედველობაში მიღებით შეაფასებდა მოვლენებს“, – ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

მანამდე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის დოკუმენტიდან გადის. ასევე ქართული ოცნების კეთილი ნება იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაც. შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მმართველი პარტია 43% ვერ აიღებებდა თვითმმართველობის არჩევნებში, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

იტვირთბა....