პირველ არხზე გასული სიუჟეტის თანახმად, მკვლევარები დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ თუ როდის დაიწყო ადამიანმა პირველად ალკოჰოლის მიღება. ახალი კვლევების მიხედვით, გარდატეხა დაახლოებით ათი მილიონი წლის წინ დაიწყო, როცა ადამიანების წინაპარმა პრიმატებმა ლპობა შეპარული ხილი პირველად დააგემოვნეს. მეცნიერების დასკვნით, პრიმატებმა ევოლუციის პროცესში ეთანოლის შესამუშავებელი ფერმენტიც გამოიმუშავეს. ამ კვლევის გამოქვეყნებამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ადამიანმა ალკოჰოლის დამზადება და გამოყენება დაახლოებით 10000 წლის წინ დაიწყო. დღემდე აღმოჩენილი უძველესი ალკოჰოლური სასმელი ბრინჯის, თაფლის და ხილისგან იყო დამზადებული.
იტვირთბა....