aviabiletebi
საზოგადოება სოციალური ქსელი ციტატა

პატარაია: ორი დღეა ყველა ქალთა ჯგუფში იწერება სად იყიდება ელექტრო შოკი… სახელმწიფო აღარ გვაქვს!

– ქალი დაბალი ღობეა კაცისთვის, რადგან ქალს ან საკმარისი ფიზიკური ძალა არ აქვს, ან ძალა რომც ჰქონდეს, ცემის და მოგერიების არაფერი გაეგება.
– უცხოელიც დაბალი ღობეა, რადგან მას ძმაბიჭები და სხვა კაცები აქ არ ჰყავს, რომლებმაც მერე შეიძლება მოგძებნონ თავ-ყბის დასამტვრევად.
– უცხოელი ქალი საერთოდ არარაობაა, რადგან ზედა ორს ისიც ემატება, რომ გრუზინის წარმოსახვაში ყველა უცხოელი ქალი “ბოზია”.
5-6 ივლისს სახელმწიფო გაუქმდა: ძალადობას მწვანე შუქი აუნთო პრემიერმაც და ეკლესიამაც. არც არავინ დასაჯეს. ძალადობაზე ხსნილია…
დღეს ქოცები გვეუბნებიან, რომ უცხო და განსხვავებული უნდა სცემო და არავინ მოგთხოს ამისთვის პასუხს. ეს უცხო ჯერ გეია, მერე ტურისტია, მერე მწვანემაისურიანი ბავშვია, მერე ჟურნალისტია, მერე ნაცია, მერე ყველაა…
(ამ ყველაში, ცხადია, ქოცებიც შედიან, მაგრამ ქოცებს ეხლა ფული და ძალადუფლება აქვთ და ჰგონიათ, დაცულები არიან). სინამდვილეში კი დაცული არავინაა.
ორი დღეა ყველა ქალთა ჯგუფში იწერება სად იყიდება წიწაკის სპრეი, ელექტრო შოკი, როგორი დანის ტარებაა დასაშვები, რომელი მობილური აპლიკაცია აგზავნის განგაშის შეტყობინებას ლოკაციის მითითებით და ა.შ.
სახელმწიფო აღარ გვაქვს!
თუ არ ვმობილიზდით და პოლიტიკურ წინააღმდეგობაში თუ არ გადავზარდეთ ჩვენი ენერგია, აღარც დანა გვიშველის და აღარც წიწაკის სპრეი. სახელმწიფო და პოლიცია გვყავს დასაბრუნებელი
aviabiletebi
ავიაბილეთები

წერს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ბაია პატარაია.

იტვირთბა....