ახალი ამბები კულტურა მთავარი

ლიტერადან ნაწარმოები გელა ჩარკვიანმაც ჩახსნა

მწერალმა გელა ჩარკვიანმა ლიტერატურული კონკურს ლიტერადან საკუთარი ნაწარმოები ჩახსნა. ინფორმაციას გამომცებლობა არტანუჯი ავრცელებს.

“გელა ჩარკვიანთან შეთანხმებით, გამომცემლობა „არტანუჯი” მის წიგნს – „English – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი” პრემია „ლიტერადან” ხსნის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ლიტერა დატოვა ჟურის ოთხმა წევრმა – რეზო თაბუკაშვილმა, ლელა კოდალაშვილმა, ბელა წიფურიამ და ოქტაი ქაზუმოვმა.  კონკურსში მონაწილეობაზე ასევე უარი თქვა 15-მა მწერალმა. ლიტერას პრემია 2015 წლიდან არსებობს. წელს პირველად ჟიურის 5 წევრიდან  4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო ერთი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ. სწორედ ეს გახდა მწერლებისა და ჟიურის წევრების პროტესტის საფუძველი. ისინი ითხოვენ, რომ კულტურის სამინისტრომ ჟიურის წევრი გაიწვიოს. ამასთან, მწერლების ნაწილი კონკურსში მონაწილეობაზე თეა წულუკიანის კულტურის მინისტრობის გამო ამბობს.

იტვირთბა....