ახალი ამბები

ხელყუმბარები ეროვნული პარკის დირექტორის მანქანაში

ეროვნული პარკის დირექტორის ლევან კაპანაძის სამსახურებრივ ავტომობილში ორი ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი აღმოაჩინეს. ამის შესახებ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელყუმბარა და მჭიდები თავად კაპანაძემ აღმოაჩინა.

„ვიღაცებმა გადაწყვიტეს შური იძიონ იმაზე, რასაც ჩვენ და უშუალოდ ლევანი ახორციელებს თბილისის ეროვნულ პარკში. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არაა. ჯერ კიდევ გაზაფხულზე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსის სამსახურებრივ მანქანაში აღმოჩენილი იყო ხელყუმბარა, წარწერით, „წადი“. მინდა გავაფთხილო ყველა, ის სტრატეგია, რაც გვაქვს წესრიგის აღდგენაზე, გაგრძელდება. უნდა გავაფრხილო ის ადამიანები, ვინც ასეთი განზრახვებით მოქმედებენ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს და ჩვენი თანამშრომლების საქმიანობა დაცული იყოს“, – განაცხადა აგულაშვილმა.

იტვირთბა....