ქართველმა ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ (96კგ) ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ პლესნოიმ სასურველი წონის დაფიქსირება ტრავმირებული ფეხით შეძლო.
ეს ჯამში საქართველოსთვის ტოკიოს ოლიმპიადაზე მოპოვებული მეხუთე მედალია. აქამდე ქვეყნის ოლიმპიურ ყულაბაში 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი იყო. ოთხივე მედალი საქართველოსთვის ძიუდოისტებს ჰქონდათ მოტანილი.