ძიუდოში ქართველი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში თუშიშვილი ლუკაშ კრპალეკთან დამარცხდა.
ეს ოლიმპიადაზე საქართველოს მეოთხე მედალია – 3 ვერცხლი და 1 ოქრო. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მედალი საქართველოს ძიუდოისტებმა მოუტანეს.