ლიტერატურული კონკურსი ლიტერა ჟიურის მეოთხე წევრმა ბელა წიფურიამაც დატოვა. ინფორმაცია მან on.ge-ის დაუდასტურა.
“ცხადია მეც მოვხსენი კანდიდატურა. მიზეზი იყო კონკურსისადმი, სიტუაციისადმი შექმნილი უნდობლობითი დამოკიდებულება. ეს უნდობლობა არაა მარტო კონკრეტულად მწერლების [მხრიდან] უნდობლობა, ესაა მთლიანად ქართული საზოგადოების უნდობლობა სახელმწიფო პროცესების მიმართ”, – განაცხადა წიფურიამ.
ახლა ჟიურიში მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენელიღაა დარჩენილი.
ცნობისთვის, ლიტერა დატოვებული ჰქონდა ჟურის სამ წევრს – რეზო თაბუკაშვილს, ლელა კოდალაშვილსა და ოქტაი ქაზუმოვს. კონკურსში მონაწილეობაზე ასევე უარი თქვა 15-მა მწერალმა. ლიტერას პრემია 2015 წლიდან არსებობს. წელს პირველად ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო ერთი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ. სწორედ ეს გახდა მწერლებისა და ჟიურის წევრების პროტესტის საფუძველი. ისინი ითხოვენ, რომ კულტურის სამინისტრომ ჟიურის წევრი გაიწვიოს. ამასთან, მწერლების ნაწილი კონკურსში მონაწილეობაზე თეა წულუკიანის კულტურის მინისტრობის გამო ამბობს.