ახალი ამბები კულტურა მთავარი

მწერალთა სახლი საფრთხის ქვეშაა – ლიტერა ჟიურის მესამე წევრმა დატოვა

ლიტერატურული კონკურსი ლიტერა ჟიურის მესამე წევრმა, ოქტაი ქაზუმოვმაც დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დატოვა.

“მწერალთა სახლი საფრთხის ქვეშაა და იმედი მაქვს ყველა მოპროტესტე მის დასაცავად მის კიბეებზე გაათენ-დააღამებს ისეთივე მონდომებით, როგორც ახლა იბრძვის სამართლიანად კულტურისგან ასიათასი მილით შორს მყოფი “მილისტის” წინააღმდეგ. მეც ვტოვებ ჟიურის”, – ამბობს ქაზუმოვი.

მანამდე ჟიური დატოვეს ლელა კოდალაშვილმა და რეზო თაბუკაშვილმა. კონკურსში მონაწილეობაზე ასევე უარი თქვა 15-მა მწერალმა. ლიტერას პრემია 2015 წლიდან არსებობს. წელს პირველად ჟიურის 5 წევრიდან  4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო ერთი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ. სწორედ ეს გახდა მწერლებისა და ჟიურის წევრების პროტესტის საფუძველი. ისინი ითხოვენ, რომ კულტურის სამინისტრომ ჟიურის წევრი გაიწვიოს. ამასთან, მწერლების ნაწილი კონკურსში მონაწილეობაზე თეა წულუკიანის კულტურის მინისტრობის გამო ამბობს.

იტვირთბა....