NBA-ში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს. საქართველოს ნაკრების წევრი სანდრო მამუკელაშვილი მეორე რაუნდის 24-ე ნომრად ინდიანა პეისერსმა აირჩია და მილუოკი ბაქსს გაუცვალა.
მილუოკი NBA-ს მოქმედი ჩემპიონია. აღსანიშნავია, რომ ამავე გუნდში წლების წინ თამაშობდა ზაზა ფაჩულიაც.