ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გურიის გუბერნატორი: “არსად წასვლას არ ვაპირებ…”

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე მასთან დაახლოებულ პირებს საქართველოს მასშტაბით გარკვეული დავალებებით გზავნის. კერძოდ, როგორც “აქცენტისთვის” გახდა ცნობილი, კალაძესთან დაახლოებულ პირ, ვინმე ილია კაჭახმაძესა და გურიიის მაღალჩინოსნებს შორის კომუნიკაცია შედგა და მათ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებების დაწერა მოსთხოვა.

“გურიის სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელებთან ჰქონდა საუბარი აღნიშნულ პიროვნებას და თქვა, რომ კალაძისგან ჰქონდა დავალებით, დავალება კი იმაში მდგომარეობს, რომ გადადგეს ყველა მაღალჩინოსანი, რომელიც ღარიბაშვილის კადრად ითვლებოდა. აქვე კაჭახმაძე აცხადებდა, რომ 2016 წლის არჩევნები კახა კალაძეს ჩაბარდა და მასვე დაევალა ახალი პრემიერის კონტროლი” – აცხადებს წყარო.

აღნიშნული ინფორმაცია “აქცენტს” გურიის სამართალდამცავ ორგანოებში პირად საუბრებში დაუდასტურეს, თუმცა ღიად ამაზე საუბრისგან თავს იკავებენ.

„მეტრონომთან“ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე ცოტა ხნის წინ საუბრობდა, რომ გურიის გუბერნატორი შესაძლოა მოხსნან. კილაძის თქმით, გურიის გუბერნატორი პირადად ყოფილი პრემერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კადრია.

„მეტორნომი“ გურიის გუბერნატორ გია სალუქვაძეს ესაუბრა. მისი თქმით, კაჭახმაძეს საერთოდ არ იცნობს და ეს ინფორმაცია ტყულია. სალუქვაძე აცხადებს, რომ თანამდებობაზე რჩება.

ჩვენ დავინტერესდი ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ახალ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირაკიშვილთან.

„კომუნიკაცია როგორ უნდა მქონოდა, გუშინ პირველ საათზე დაამტკიცეს პრემიერ-მინისტრად. რაც შეეხება იმას,რომ მე ვრჩები თანამდებობაზე და არსად წასვლას არ ვაპირებ“. – აცხადებს სალუქვაძე.

 

იტვირთბა....