ახალი ამბები მთავარი სპორტი

ვარლამ ლიპარტელიანი: დღეს ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტული კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ლიპარტელიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც მომცა დღემდე, იყო ბევრი სიხარული ბევრი გულის ტკენა, მაგრამ ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა, როგორც პიროვნება. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს ჩემს შვილებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით. მადლობა ყველას ვინც დღემდე გვერდში მედგა, ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს.

მაგრამ დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულდა. ვერასოდეს გადავიხდი თქვენს ამაგს, ერთგულო გულშემატკივრებო. ვერ შევძელი ვიცი თქვენი გახარება. მტკივა მაგრად ეს ყველაფერი და ალბათ, დიდხანს გამყვება ცხოვრებაში. უბრალოდ, შეუძლებელია ყველაფერი თქვა ამ დროს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რო უზომოდ მიყვარხართ.
იმედია, სხვა ცხოვრებაში შევძლებ ცოტათი მაინც შევძლო თქვენი გახარება. ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. იმედია, ოდესმე შევძლებ, რომ ყველაფერი გითხრათ ყველას”, – წერს ლიპარტელიანი.

ლიპარტელიანმა დღეს, 29 ივლისს ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში იჭიდავა, მაგრამ შეხვედრა დათმო. შემდეგ წააგო მატჩი მესამე ადგილისთვის და უმედლოდ დაასრულა გამოსვლა.

იტვირთბა....