საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
„საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მერვე პუქტის შესაბამისად, დაინიშნოს გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად“, – წერია განკარგულებაში.
პარლამენტმა მთავრობის დამტკიცების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე საათის წინ გადააგზავნა.