ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კენჭისყრა შედგა: საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

მინისტრთა შემადგენლობა: ერთი ახალი და დანარჩენი ძველი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილს და წარდგენილ მთავრობის წევრებს მხარი დაუჭირა. (სულ დარბაზში 114 დეპუტატი იყო. კენჭისყრა: 86 მომხრე, 28 მოწინააღმდეგე) ასე რომ, საქართველოს ახალი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ჰყავს. ხოლო მინისტრთა შემადგენლობა იგივე დარჩა გარდა ერთისა – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრო მიხეილ ჯანელიძე იქნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს სავარძელი მის მერე გათავისუფლდა, რაც გიორგი კვირიკაშვილი უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრა გვიან ღამიმთ, უკვე 30 დეკემბერს გაიმართა. კენჭისყრის შემდეგ მინისტრ დავით ბაქრაძეს დაბადების დღეც მიულოცეს და სხდომაც დახურულად გამოცხადდა.

ნდობის გამოცხადებამდე პრემიერ-მინისტრობის განდიდატი გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა, რომელმაც მომავალ წელს მისი პრემიერობის შემდგომ გეგმებზე ისაუბრა.

სწორედ ამ დროს, მან განაცხადა, რომ ძალიან ძლიერია მთავრობის მოწოდება, მეტი დინამიზმი შექმნას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარშემო შექმნილ პროცესებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ მიმართულებით უფრო თამამი ნაბიჯებია გადასადგმელი და აღნიშნა, რომ სწორედ ამასთან დაკავშირებით შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამოქალაქო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს კარგი იდეები აქვს, რომელსაც შემდგომში ერთად განიხილავენ.

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატურებს მოუსმინეს. მათ დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნეს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე საკითხი განიხილა, მათ შორის იყო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის რეზიდენციაში ყოფნის ამბავი, რაზეც მან განაცხადა, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში იმყოფება და მთავრობის მხრიდან ეს საკითხი აღარ უნდა დაისვას.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა “ნაციონალურ მოძრაობასთან” შეხვედრაზე განაცხადა, რომ საარჩევნო დაპირებები ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებული იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ ვინმე გადააგდო.

მან “თავისუფალ დემოკრატებთან” შეხვედრისას ასევე განაცხადა, რომ აუცილებლად მოიკითხავს გახმაურებული საქმეების მიმდინარე შედეგებს, მათ შორის ჟვანიას, სანაიას და კიწმარიშვილის საქმეებს. მისი თქმით, ჟვანიასა და კიწმარიშვილის საქმეებთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესი არის.

კვირიკაშვილის გამოსვლა დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.

მთავრობის ყოფილი შემადგენლობა ასეთია: საქართველოს ვიცე-პრემიერი –  კახი კალაძე, თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი; ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – თამარ სანიკიძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – დიმიტრი ქუმსიშვილი; იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი; კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე; საგარეო საქმეთა მინისტრი – მიხეილ ჯანელიძე; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრი – სოზარ სუბარი; სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ დანელია; შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი მღებრიშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – პაატა ზაქარეიშვილი; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – გელა დუმბაძე და ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – დავით ბაქრაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, ახლო მომავალში რამდენიმე მინისტრის შეცვლა იგეგმება, მათ შორის: ნოდარ ხადურის, პაატა ზაქარეიშვილის, თამარ სანიკიძის და გელა დუმბაძის.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა, რომელმაც, თავის მხრივ, პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად მთავრობა თითქმის უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა. მინისტრობის ერთადერთი ახალი კანდიდატი მიხეილ ჯანელიძეა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზეა წარდგენილი.

 

იტვირთბა....