ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წულუკიანი: მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს, არ დავაბრუნებ!

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში მთავარი არხის ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. მინისტრი იქ სენაკის თეატრის გახსნას ესწრებოდა.

“დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია.
ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ”,-  ერს წულუკიანი.

იტვირთბა....