სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და წინა საახალწლოდ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
• ნუ შეიძენთ მაღალი რისკის სურსათს (ხორცი და ხორცპროდუქტები, თევზი და თევზპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, ბავშვთა საკვები) ქუჩაში, არასათანადო შენახვისა და რეალიზაციის პირობებში
• სურსათის შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის ვარგისიანობას – დააკვირდით, რამდენად ახალია ის
• ეტიკეტზე ყურადღება მიაქციეთ ვარგისიანობის ვადას და შენახვის პირობებს
• დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდით სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზს: 291 91 68.
იტვირთბა....