ბრიტანული გამოცემა Dailymail ბავშვების ქორწინებაზე სტატიას აქვეყნებს. უმეტესად მუსლიმანურ ქვეყნებში გავრცელებულ ამ „ტრადიციას“ უცხოური გამოცემა დეტალურად აშუქებს.
ავღანეთის ერთ-ერთ სოფელში 11 წლის ბავშვი 40 წლის მამაკაცზე გაათხოვეს. ყოველწლიურად 10 მილიონ გოგონას აიძულებენ ცოლად გაყვნენ მათი მამებისა და ხშირად პაპების ასაკის მქონე მამაკაცებს.
ბევრ ქვეყანაში, სადაც ნაადრევი ქორწინებები ხშირია, ეს ამ ქვეყნების კანონმდებლობითაც უკანონო ქმედებაა, თუმცა წელიწადში 51 მილიონი 18 წლამდე გოგონა თხოვდება და ამ ქორწინებათა აბსოლუტური უმრავლესობა საიდუმლოდ, არაკანონიერად ხდება. ავღანეთში 57% გოგოების 16 წლამდე თხოვდება.
გოგონებს, რომელთაც ადრე ათხოვებენ, როგორც წესი სკოლიდან გამოჰყავათ. სწავლასა და სკოლას ატოვებინებენ დანიშვნის შემთხვევაშიც, რათა ბიჭებთან ნაკლები ურთიერთობა ჰქონდეთ.
გულამი, რომელიც ავღანეთში ცხოვრობს 2005 წელს გაათხოვეს. მას მაშინვე დაატოვებინეს სკოლა და სწავლა საოჯახო საქმეებით ჩაუნაცვლეს.
Dailymail ცნობით, ნაადრევად გათხოვილ ბავშვებზე ხშირია სიტყვიერი, ფიზიკური და სექსუალური დანაშაულებების შემთხვევები.
კადრი: პოლიციამ მიუსწრო მოძალადე ქმარს, როცა ის 15 წლის ცოლს ეძალადებოდა. პოლიციამ არასრულწლოვანი სიკვდილს გადაარჩინა
სტატისტიკის მიხედვით, გოგონები, რომლებიც ქმრებს გამოექცნენ, როგორც წესი სიღარიბეში ცხოვრობენ, ან პროსტიტუციით კავდებიან.
სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები საქართველოშიც ხდება. წელს, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 2017 წლიდან შევა ძალაში. ამ კანონის მიხედვით, 18-წლამდე პირებს ქორწინება აეკრძალებათ.