ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მელია: ყველანი გამოდით რუსთაველზე, ან სიკვდილის ბრიგადები რჩებიან, ან სახელმწიფოს ვინარჩუნებთ

[su_quote]სალაპარაკო ბევრი არაფერი დარჩა, ან ეს სიკვდილის ბრიგადები რჩებიან, ან სახელმწიფოს ვინარჩუნებთ, ან სახელმწიფოს დავუბრუნებთ ხალხს, ან რჩებიან მოძალადეები. დღეს 6 საათზე ყველანი გამოვდივართ რუსთაველზე. ვინც სადაც ხართ, ჩამოდით თბილისში და ამ სისასტიკის წინააღმდეგ გავიდეთ. ამის იქით არაფერია. ან ამას ახლა ვაჩერებთ, ან ეს გრძელდება. საჯარო მოხელეებს მინდა მივმართო, ყველამ თავი უნდა შევიკავოთ სამსახურებში გამოცხადებისგან და ყველანი რუსთაველზე ხვალ. გარდა ექიმებისა, გარდა სამაშველო სამსახურებისა, ყველანი გამოვდივართ. იგივე შეცდომა არ დაუშვა, ივანიშვილო, რაც 20 ივნისს დაუშვი. ყველანი უნდა გადადგნენ[/su_quote]

განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ tv პირველის ეთერში.

იტვირთბა....