ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხაზარაძე: სასწრაფოდ უნდა გადადგეს ღარიბაშვილი, ზედმეტი ლაპარაკი არაა საჭირო

პრაქტიკულად, შევესწარით ჟურნალისტებზე ძალადობის სპეცოპერაციის შედეგს, რომლის შედეგადაც ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვალა. ეს იყო სპეცოპერაცია წახალისებული და დაგეგმილი პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და კიდევ უამრავი ადამიანის მიერ, რომლებიც რუსული ძალის წარმომადგენლები არიან. ჩემდა სამწუხაროდ, ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ სასულიერო პირები და ისინი არ და ვერ უნდა გაექცნენ პასუხისმგებლობას, არანაირი იმუნიტეტი არ არის ანაფორა, როდესაც ძალადობრივ აქტს უჭერ მხარს. მკაცრად უნდა იყოს გამოკვეთილი იმ ორგანოების პასუხისმგებლობა, რომელთაც ეს ადამიანები წარმოადგენენ. არანაირი ზედმეტი ლაპარაკი არაა საჭირო. სასწრაფოდ უნდა გადადგეს პრემიერი, დღესვე უნდა გადადგეს შს მინისტრი და სასწრაფოდ უნდა მოეწყოს პარლამენტში მოსმენა და იმ ადამიანების გამოვლენა, რომლებიც ძალადობას ქადაგებდნენ და დღესაც დადიან ქუჩებში და ის ადამიანები, რომლებიც მათ მფარველობდნენ

განაცხადა ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში. 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დღეს 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....