ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ხოშტარია 5 ივლისზე: მშვიდობას შეექმნა საფრთხე და ეს უქმნის შიშს ნებისმიერ ადამიანს

გინდა ოცნების მომხრე იყოს, გინდა გახარიას, ვისიც გინდა, ნებისმიერი… ძალიან ვწუხვარ ქეთი დოლიძის შვილიშვილის ამბავს, ვერ გაარჩევს ის საკუთარი მომხრეს შვილიშვილია თუ არ არის, ამიტომ ეს შიში ყველას გაუჩნდა. მშვიდობას შეექმნა საფრთხე. აქამდე შეიძლება, გველაპარაკა, რომ დემოკრატიას შეექმნა საფრთხე, ზოგი ამას აღიქვამდა, რომ რუსეთი… მაინც თეორიულად ზოგად რაღაცებზე ვლაპარაკობდით, ბევრ ნიუანსებში გიწევდა რაღაცის მტკიცება. ახლა ლაპარაკია, რომ მშვიდობას შეექმნა საფრთხე და ეს უქმნის შიშს ნებისმიერ ადამიანს, ეს ძალადობა შეიძლება, უკონტროლო გახდეს, ეს აბსოლუტურად კონტროლიდან გასვლადი თემაა

განაცხადა დროას დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ ფორმულას ეთერში.

იტვირთბა....