თავისუფლების მოედანზე განთავსებული მანათობელი საახალწლო ნაძვის ხე CNN-მა და Euronews-მა მსოფლიოს საუკეთესო ნაძვის ხეების შვიდეულში შეიყვანა. მისი დიზაინი მხატვარ მურაზ მურვანიძეს ეკუთვნის. „კვირას“ მხატვარმა ინტერვიუ მისცა, გთავაზობთ ამონარიდს:
“სასიხარულოა, რომ მსოფლიოს წამყვან ქალაქებს შორის ჩემი ნაძვის ხით თბილისიც შევიდა. მე–7 წელია, რაც ეს ნაძვის ხე თავისუფლების მოედანზეა. ნეკა სებისკვერაძის დიდი დამსახურებაა, მან მომცა ამის გაკეთების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცოდა, რას გავაკეთებდი. ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა, მლანძღავდნენ, როგორ შეიძლება ასეთი იყოსო… მე წმინდა გიორგის სხივები მივაბი და არა კაბა, როგორც ამას ამბობდნენ… ერთი რამ მინდა ვთქვა, მე არასოდეს ვამბობ იმას, რასაც ვაკეთებ. ნათესავებმაც კი არ იცოდნენ, რომ ეს ჩემია. მურაზ მურვანიძის ცხოვრების კრედოა, რომ ჩემს საქართველოს ისეთი რამ შევძინო, რითაც გაიმარჯვებს. მნიშვნელობა არ აქვს, ეცოდინებათ, მე ვართ თუ არა, მე შევიტანე ჩემი წვლილი ღმერთის და საქართველოს წინაშე….“- განუცხადა მურაზ მურვანიძემ „კვირას“.