ახალი ამბები კულტურა მთავარი

სიახლე: მერაბ ნინიძე სპილბერგის ფილმში ტომ ჰენქსთან ერთად ითამაშებს (ვიდეო-ტრეილერი)

სპილბერგი მერაბ ნინიძეთი ისე მოიხიბლა, მისი ფილმში გადაღება გადაწყვიტა

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ცნობილი ამერიკელი რეჟისორის სტივენ სპილბერგის ფილმში ითამაშებს. ნინიძეს პარტნიორობას ჰოლივუდის მსახიობი ტომ ჰენქსი გაუწევს.

ფილმს „ჯაშუშების ხიდი“ ჰქვია. მოქმედება “ცივი ომის“ პერიოდში მიმდინარეობს, ჰენკსის გმირი ბრუკლინელი ადვოკატია, რომელსაც CIA ახალ მისიაში გზავნის. მისი მიზანი  დატყვევებული ამერიკელი პილოტი გათავისუფლებაა.

უცხოური პრესის ცნობით, სპილბერგმა ნინიძე პირველად ფილმში „არსად აფრიკაში“ იხილა, ცნობილი რეჟისორი ქართველი მსახიობით ძალიან მოხიბლულა.

მერაბ ნინიძე საქართველოში დაიბადა. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ნინიძემ მონაწილეობა თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“ მიიღო.

90-იან წლებში ნინიძე საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ფილმში „არსად აფრიკაში“. ამ ფილმმა 2001 წელს უცხოენოვანი ფილმის ნომინაციით ოსკარი აიღო.

იტვირთბა....