ბანკ “რესპუბლიკის” ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღების მცდელობა იყო ცოტა ხნის წინ ვაკეში. იყო სროლაც. თვითმხილველთა თქმით, რიგისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე ბანკში 3 პირი შეიჭრა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაკავებულია. ის სამართალდამცველებმა ადგილზე აიყვანეს. შემთხვევა ამ დილით მოხდა.