ერაყელი ჯარისკაცები ერაყის ქალაქ რამადის ISIS-სგან გათავისუფლებას აღნიშნავენ. Euronews-ის ცნობით ქალაქი რამადი ჯიჰადისტთა მთავარი ცენტრი იყო, რომელზეც ერაყელმა ჯარისკაცებმა სრულად დაამყარეს კონტროლი.
ერაყელი სამხედროების ლიდერმა ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რამადის სახელისუფლებო შენობაზე ერაყის დროშა ფრიალებს, ნაცვლად ISIS-ის შავი დროშისა.
შეგახსენებთ, ერაყის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ჯარისკაცების კუთხით სერიოზული დანაკარგი არ ჰქონია. რაც შეეხება მოსახლეობას, რამადიდან მათი ევაკუაცია დროულად მოხერხდა.