ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

 “საზარელ მკვლელობებს პირადად მოვიკითხავ” – კვირიკაშვილმა კითხვებს უპასუხა

„თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის სხდომაზე პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატების მიერ დასმულ რამდენიმე აქტუალურ კითხვას უპასუხა. გიორგი კვირიკაშვილი შეეხო გახმაურებულ საქმეებს, ჯანდაცვის საკითხსა და სამართლიანობის აღდგენის პროცესს:

„წამლების საფასური, რომლებიც პაციენტს სჭირდება სტაციონარში, იფარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. პრობლემად რჩება ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატები და სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს. მალე შედეგი გვექნება.

გახმაურებულ პროცესებზე, რაც შეეხება ჟვანია, სანაია, კიწმარიშვილს და სხვა საქმეებს, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცით გარკვეული პროგრესი არის ჟვანიას საქმეში, ასევე პროგრესია კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით. რამდენადაც მე ვიცი, სხვა საკითხებზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. პირობას გაძლევთ პირადად დავინტერესდები ამ საკითხებით და შემდეგ შეხვედრაზე უფრო კონკრეტული პასუხები მექნება.

სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარების რესურსი არსებობს და ვეცდებით ამას. დელიკატური პროცესია, მრავალი განზომლებით.

26 მაისის საზარელი მკვლელობებს, როცა გვამები მაღაზიის თავზე დაყარეს,  და სხვა მსგავსი, პირადად მოვიკითხავ ყველა ამ საკითხს. უშუალო სამუშაო შეხება აქამდე არ მქონია”. – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....