ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნადირაძეს ღოღობერიძეს შეხვდა: გული დამწყდა…

კლინიკური ონკოლოგი, რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე, რომელიც გადაცემა პრაიმშოუში  კორონავირუსთან დაკავშირებული სამედიცინო რჩევების გამო გააკრიტიკესაღნიშნული გადაცემის სტუმარი კიდევ ერთხელ იყო. გასული ეთერის შემდეგ ნინო ნადირაძემ პირველი კომენტარი გააკეთა.

“ვგიჟდები ახალგაზრდებზე და რატომ მბრალდება ყოველთვის ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და იმის არ სიყვარული. ჩემ ჭკუაში გეგმებს ვაწყობდი, ეს ბიჭი ჩემთან უნდა წავიყვანო, ჩემი უნდა გახდეს და არ მოტრიალდა საპირისპიროდ? – გული დამწყდა რომ საზოგადოებამ ჩათვალა, რომ ჩვენს შორის შეიძლებოდა რაიმე ტიპის დაპირისპირება ყოფილიყო”, – განაცხადა ნინო ნადირაძემ პრაიმშოუში, სადაც ის გიორგი ღოღობერიძეს კიდევ ერთხელ შეხვდა.

ცნობისათვის, ექიმ-რეზიდენტ გიორგი ღოღობერიძის კრიტიკას იმედის ერთ-ერთ გადაცემაში საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა. გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა და ექიმმა ნინო ნადირაძემ მას უთხრა, რომ ის ჯერ რეზიდენტია და არა ექიმი.  ღოღობერიძე კორონავირუსთან დაკავშირებული სამედიცინო რჩევების გამო გააკრიტიკეს.

 

იტვირთბა....